20 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
​უამინდობა აჭარაში - უხვი ნალექის შედეგად ბათუმში მეწყრული პროცესები განვითარდა

აჭარაში უამინდობისა და უხვი ნალექის შედეგად ბათუმში რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესები განვითარდა. 

მეწყრული პროცესები ე.წ ურეხის დასახლებაში იმ გზაზე განვითარდა, რომელიც ბათუმის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებისკენ მიდის. 

მეწყერის გამო საავტომობილო გზა 20 წუთის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, არხმა უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა, კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც მიწის მასა ჩამოშალა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ბათუმის ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ბათუმში ამ წუთებშიც წვიმს, თუმცა არა ინტენსიურად. 

დღის ამბები