COVID-19-სგან გამოწვეული უმძიმესი ვითარებაა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 195 მილიონს გადააჭარბა. განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება ვირუსის "დელტა" შტამი. სწორედ ეს დაასახელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შენგენის ქვეყნებთან და დიდ ბრიტანეთთან მოგზაურობის შეზღუდვების შენარჩუნების მიზეზად. კალიფორნიასა და ნიუ-იორკში საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ვაქცინაცია ან რეგულარულად ტესტირება დაევალებათ.
მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციისა და რესტორნებში კოვიდ-პასპორტების წარდგენის კანონს მხარი დაუჭირა საფრანგეთის პარლამენტმა. საბერძნეთში კი Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით აცრა 12 წლიდან ბავშვებისთვისაც დაშვებული იქნება.