მესტიაში, ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი ადიში და ზემო ლედი რჩება - საუბარია დაახლოებით 30-მდე ოჯახზე.
გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები სვანეთის კიდევ რამდენიმე დასახლებას შეუქმნა. ამ დროისთვის მესტია-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა აღდგენილია.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, დღის ბოლომე სოფელ ადიშის და ზემო ლედის სოფლებში არსებული პრობლემებიც მოგვარდება.