მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძის განცხადებით, ხვალიდან ვაქცინაციის ჩატარება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2 სივრცეში იქნება შესაძლებელი.
"ხვალიდან ვაქცინაციის ჩატარება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2 სივრცეში იქნება შესაძლებელი. ორშაბათიდან კი, უკვე შესაძლებელი იქნება 2000 ადამიანი იყოს ვაქცინირებული ერთდროულად ამ სივრცეში.
გარდა ამისა, აგვისტოს შუა რიცხვებიდან სამედიცინო კორპორაცია "ევექსი", დამატებით გახსნის სპეციალურ სივრცეს ვაქცინაციისთვის. ასეთი სივრცე გახსნილია კერძო სექტორის მიერ ჰუალინგის ტერიტორიაზე.
ასევე, აჭარაში, აჭარის სამინისტროს ჩართულობით, 2 მოლშია გახსნილი ვაქცინაციის სივრცე. თბილისში კი, მსგავსი ასევე სივრცე გახსნილია "ლილო მოლის" ტერიტორიაზე.
თუკი ადამიანი ამ Sinovac-ს ან Sinopharm-ს იკეთებს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ცოცხალი რიგით ვაქცინაცია, Pfizer-ის შემთხვევაში კი, ამ ეტაპზე წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე.