20 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
დღეს საქართველოში "ფაიზერის" ახალი დოზები ჩამოვიდა - როგორია ინფიცირების ახალი შემთხვევების და ვაქცინაციის სტატისტიკა

დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ გასცდა სამი ათასს. დაიღუპა 27 ადამიანი. თბილისის პარალელურად, რომელზეც ინფიცირებულების ნახევარზე მეტი მოდის, ყოველდღიურად იზრდება სტატისტიკა რეგიონებში. აჭარაში დღე-ღამეში უკვე 500-ზე მეტი ახალი შემთხვევაა.

კოვიდკლინიკებში 6 ათასი პაციენტი მკურნალობს. აქედან ინტენსიური თერაპია 1200-ს ადამიანს სჭირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს საკმაოდ მძიმე სურათია და მომდევნო 2 კვირა გადამწყვეტი იქნება, ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინაციაა. აცრების ტემპი რამდენჯერმეა გაზრდილი, თუმცა გეგმის სრულად შესასრულებლად ეს საკმარისი ჯერ მაინც არ არის. ეწყობა მასობრივი იმუნიზაციის ახალი ცენტრები, პარალელურად ქვეყანაში ვაქცინების მარაგი ეტაპობრივად ივსება, დღეს საქართველოში "ფაიზერის" ახალი დოზები ჩამოვიდა.

პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა, რომ მასობრივი იმუნიზაციაა ამაში დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება. წინა კვირასთან შედარებით ვაქცინაზე მოთხოვნა სამჯერ არის გაზრდილი, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად ახალ სივრცეებს ამატებს. ერთ-ერთი ასეთი სამედიცინო უნივერსიტეტია, სადაც დღიურად 4000-მდე ადამიანის აცრაა დაგეგმილი.  უნივერსიტეტის ეზოში სპეციალური კუთხე პედაგოგებისთვისაც გამოიყო.

COVID-19-ით სიკვდილიანობის შესაჩერებლად, დღეში მინიმუმ 25 ათასი მოქალაქის ვაქცინაციაა საჭირო.

დღის ამბები