20 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
მთაწმინდის ფერდობზე მოკლული ახალგაზრდა ქალის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს - პოლიციამ გარდაცვლილის მეგობრები დაკითხა

მთაწმინდის ფერდობზე მოკლული ახალგაზრდა ქალის, შანაე ბრუკის ცხედარი გვიან ღამით მთაწმინდიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ავსტრალიის მოქალაქის ცხედრის ექსპერტიზა ამ დრომდე გრძელდება.

მანამდე, შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობდნენ. შემაკავებელი ლენტით შემოღობილი იყო რამოდენი ლოკაცია, სადაც "კურიერის" ინფორმაციით ცხედრის გარდა, ნაპოვნი იყო მისი პირადი ნივთები - მათ შორის, მობილური ტელეფონი და ტანსაცმელიც. 

მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ.

"სხვადასხვა კითხვები დამისვეს შანაე ბრუკის გაუჩინარებაზე, არაფერი განსაკუთრებული. აინტერესებდათ, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი და როგორ გავიგე ინფორმაცია. როგორც ვიცი, შანაეს ცხედარი მთაწმინდის ფერდზე იპოვეს.

შანაე კარგი მეგობარი იყო. ჩვენ ის მოგვენატრება. იმედი მაქვს, გაირკვევა რა მოხდა, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს,"- აცხადებს შანაე ბრუკის ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, 30 ივლისს შანაე ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ძებნაში პოლიცია ჩაერთო, 31 ივლისს კი შანაე ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. 

ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები