17 მაისი 2024,   09:01
ვრცლად
ცეცხლის 125 კერა, გადამწვარი ბუნება, 8 დაღუპული და ათასამდე დაშავებული - რა ვითარებაა თურქეთში ხანძრის მე-5 დღეს

თურქეთი 28 ივლისიდან მასშტაბურ ხანძარს ებრძვის, ხანძრის ყველაზე დიდი კერები თურქეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში - საკურორტო ზონაშია. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, 5 დღის განმავლობაში მთლიანად თურქეთის ტერიტორიაზე 30 სხვადასხვა ქალაქში ხანძრის 125 კერა იყო, მათგან 117 უკვე ან ლიკვიდირებულია ან კონტროლქვეშაა მოქცეული. ამ დროისთვის აქტიურია ცეცხლის 8 კერა ანტალიაში - მანავგატში და გუნდომუშში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი გაჩნდა სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში,  ქალაქ ისპარტაშიც, რეგიონში გაიგზავნა შესაბამისი ჯგუფები, ხანძრის ლიკვიდაციისთვის, რომელიც მოკლე დროში  ქარის გავლენით გავრცელდა.

მთლიანობაში ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატები.120 სახანძრო მანქანა და 5 ათასამდე მეხანძრე. თურქეთს ხანძრის ქრობაში პარტნიორი ქვეყნებიც ეხმარებიან.

ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა ათასამდე აღწევს, დაღუპულია ათასობით ცხოველი, განადგურებულია ტყე და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

 

მარმარისი, იჩმელერის რაიონი

მარმარისი

 

ქალაქი მუღლა - სატელიტური ფოტო

დღის ამბები