17 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
კოლუმბიაში სამართალდამცველებმა კოკაინის ლაბორატორიას მიაგნეს

კოლუმბიაში სამართალდამცველებმა კოკაინის ლაბორატორიას მიაგნეს. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები და ის მასალები ამოიღო, რომლითაც კოკაინის 3 მილიონი დოზის დამზადება იყო შესაძლებელი.

პოლიციამ საწარმოსთან ახლოს წყალქვეშა ნავი ნახა, რომელიც 2 ტონა ნარკოტიკის ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი. არსებული ინფორმაციით, არალეგალურად მოქმედი საწარმო ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფს ეკუთვნის.

დღის ამბები