17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
თურქეთში ხანძართან ბრძოლა გრძელდება - ოპოზიცია ერდოღანს ხანძართან გასამკლავებლად რესურსების არასათანადოდ გამოყენებაში ადანაშაულებს

თურქეთის სამხრეთით უკვე ერთი კვირაა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია და კურორტებზე ვრცელდება, გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძრის ჩაქრობაში ავიაციაა ჩართული.

მეხანძრეებს საქმეს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ურთულებს. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად თურქეთში 8 ადამიანია დაღუპული. ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში ხანძრის 156 კერა გაჩნდა.

ცეცხლის ჩაქრობაში ვერტმფრენებით თურქეთს ესპანეთი, ხორვატია, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი და რუსეთი ეხმარებიან.

თურქეთის ოპოზიცია პრეზიდენტს ხანძართან გასამკლავებლად რესურსების არასათანადოდ გამოყენებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს,.

დღის ამბები