თბილისი კვლავ კორონავირუსის შემთხვევების ეპიცენტრია - დედაქალაქში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 1924 შემთხვევა გამოვლინდა.
თბილისის საავადმყოფოებში კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 3056 პირია მოთავსებული, მათგან 553-ის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოს მასშტაბით, ბოლო 24 საათში 4233 შემთხვევა გამოვლინდა, გაიზარდა გარდაცვლილების რაოდენობა - ინფექციას კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა, თბილისის შემდეგ, აჭარაში გამოავლინეს - ბოლო 24 საათში აჭარაში 591 ინფიცირებული გამოვლინდა, იმერეთი - 518, ქვემო ქართლი - 200, შიდა ქართლი - 185, გურია - 107, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.