17 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
კუნძულს, რომელზეც ხანძარი მძვინვარებს, სამი ბერი არ ტოვებს - საბერძნეთში მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

საბერძნეთის კუნძულ ევიაზე, ხანძრის შედეგად 150 სახლი დაიწვა. ქვეყანაში ამ დროისთვის ცეცხლის 100-ზე მეტი კერა ფიქსირდება.

ევიადან ათობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა ნავების საშუალებით, სამმა ბერმა კი მონასტრის დატოვებაზე უარი განაცხადა. საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ბერებს ადგილის დატოვებას აიძულებენ.

კუნძულზე ხანძრის ჩაქრობაში 100 მეხანძრე და 7 ვერტმფრენი მონაწილეობს.

ვითარებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

დღის ამბები