17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
ერთი წელი პორტში მომხდარი დიდი აფეთქების შემდეგ - ლიბანში საპროტესტო გამოსვლა პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

ლიბანში საპროტესტო გამოსვლა პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დემონსტრანტები ბეირუთის ქუჩებში პორტში მომხდარი აფეთქებიდან ერთი წლის თავზე გავიდნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავდა 8 ადამიანი.

ბეირუთში ერთი წლის წინ მომხდარ აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ დაკისრებია.

დღის ამბები