17 მაისი 2024,   09:18
ვრცლად
მასშტაბური ხანძრები ევროპაში - გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს ექსპერტები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ

უკვე მეორედ, მასშტაბური ხანძრის გამო კალიფორნიაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის პლეირესის ოლქიდან 2400 ადამიანია ევაკუირებული, 4200-ზე მეტ პირის ევაკუაცია კი ნევადას ოლქში მიმდინარეობს. ცეცხლი ტყეებში სწრაფად ვრცელდება, რომელიც დასახლებულ ტერიტორიებს ესაზღვრება. სტიქიის შედეგად უკვე განადგურდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

150 სახლი დაიწვა ხანძრის შედეგად საბერძნეთის კუნძულ ევიაზე. სტიქიის ზონიდან ათობით ადამიანის ევაკუაცია ნავების საშუალებით განხორციელდა. 

თბოლექტროსადგურამდე მიაღწია ხანძრის კერებმა თურქეთში, რის გამოც შემთხვევის ადგილიდან თანამშრომლებისა და მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მოსახლეობის ნაწილი კი სტიქიის ზონებში ხანძარს საკუთარი ხელით უმკლავდება. 

უკვე რამდენიმე კვირაა ხანძრები მძვინვარებს იტალიაში. სტიქიამ დააზარალა სიცილია და რომის მიმდებარე ტერიტორია. 

მსოფლიოში გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს ექსპერტები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

დღის ამბები