17 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
სტიქია ევროპაში - ხანძარს საბერძნეთში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სტიქიას საბერძნეთში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის კერების გაძლიერების გამო, ათასობით ადგილობრივი, ათენის მიმდებარე დასახლებული ტერიტორიებიდან გარბის. როგორც ცნობილია ბოლო 24 საათში ქვეყანაში ხანძრის 98 ახალი კერა გაჩნდა. 

სტიქიას ებრძვის ალბანეთიც, სადაც რესპირატორული გართულებებით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დამწვარია საცხოვრებელი სახლები. 

უკვე მეთერთმეტე დღეა სტიქიას ებრძვის თურქეთი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლის განზრახ გაჩენის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ხანძრებს დღემდე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ასობით ადამიანი. 

ხანძრების ფონზე, აქციები მიმდინარეობს სტამბოლში. მოსახლეობა ხელისუფლებას ცეცხლის კერების ჩასაქრობად არაეფექტური ზომების მიღებაში ადანაშაულებს.

ავტორი: თიკო ცერცვაძე. 

დღის ამბები