პოლიტიკური პარტია "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პარტიის პოზიცია გააცნო.
"დროა" ხელისუფლებას მოუწოდებს: გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, ასევე სხვადასხვა ქალაქში გახსნას აცრის მობილური პუნქტები.
ელენე ხოშტარიამ ასევე განაცხადა, რომ არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო, "დროა" ხალხმრავალ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე უარს ამბობს.