08 მაისი 2024,   03:11
ვრცლად
ალჟირში ძლიერი ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ - დაღუპულთა რაოდენობამ 65-ს მიაღწია

ალჟირში ძლიერი ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სტიქიის შედეგად, რომელიც უკვე 2 დღეა გრძელდება, 65 ადამიანია დაღუპული.

ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად ჩართული არიან სამხედროებიც. დაღუპულთაგან 28 სწორედ ჯარისკაცია.

ალჟირის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა.

დღის ამბები