ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ახალი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა. სადაც შესაძლებელია "ფაიზერით", "სინოვაკით" და "სინოფარმით" ვაქცინაცია. მსურველებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.
ცენტრი დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე კვირაში 7 დღის განმავლობაში იმუშავებს. მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი უკვე დაიწყო და აქტიურობა საკმაოდ მაღალია.
მოქალაქეების თქმით, ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეთ.