20 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ლორთქიფანიძის 12 ნომრიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება - ვის ეკუთვნის ჩამოშლილი სამშენებლო ტერიტორია

ლორთქიფანიძის 12 ნომრიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივები იმ საცხოვრებელი კორპუსიდან გაიყვანეს, რომლის წინაც, სამშენებლო ობიექტზე, ფერდი ჩამოიშალა. სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი ექსპერტების წინასწარი შეფასება და გაირკვევა, რამდენად უსაფრთხოა 10 სართულიან ბინებში ცხოვრება. კადრები, სადაც ჩანს ფერდის ჩამოშლა, "კურიერს" ექსკლუზიურად მიაწოდეს.

ადგილობრივების თქმით, მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები უკვე დიდი ხანია აფრთხილებდნენ შესაბამის სამსახურს, რომ დაწყებული მშენებლობა პრობლემას ქმნიდა და ამ პრობლემების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალასაც უგზავნიდნენ, თუმცა მშენებლობა მაინც გრძელდებოდა.

სამშენებელო ტერიტორია ტარიელ გიორგაძეს ეკუთვნის, რომელიც ამ დრომდე ადგილზე არ გამოჩენილა. როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე 12 სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო.

მერია ლორთქიფანიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან და შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას დღის ბოლომდე გეგმავს

დღის ამბები