20 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
მშენებლობის ნებართვა არის გაცემული კანონიერად შესაბამისი დასკვნების საფუძველზე - ვაკის რაიონის გამგებელი ლორთქიფანიძის ქუჩაზე

დღეს გახდება ცნობილი ექსპერტების წინასწარი შეფასება და გაირკვევა, რამდენად უსაფრთხოა იმ 10-სართულიან ბინებში ცხოვრება ლორთქიფანიძის ქუჩაზე, რომლის წინაც ფერდი ჩამოიშალა. ადგილიდან უკვე მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია.

როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე სადაც მიწა ჩამოიშალა, 12-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო. ადგილობრივი მოსახლეობა კახა კალაძესთან შეხვედრას და მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით,  ინვესტიცია, რომელიც მათ ბინის შეძენაში ჩადეს, ამ მშენებლობის მიზეზით, ნადგურდება. მაცხოვრებლების ნაწილი კი იმაზე საუბრობს რომ კორპუსის საძირკვლის გამოცლის გამო შენობაში ბიძგები შეინიშნებოდა და რამდენიმეჯერ ამ მიზეზით ლიფტიც კი გაჩერდა.

ვაკის რაიონის გამგებლის თქმით, მშენებლობის ნებართვა კანონიერად იყო გაცემული შესაბამისი დასკვნების საფუძველზე. საკითხს კი ამჟამად მუნიციპალური ინსპექცია სწავლობს

"22 ადამიანია ამ ეტაპზე გაყვანილი კორპუსიდან, დანარჩენები არიან თავის ნათესავებთან. მშენებლობის ნებართვა არის გაცემული კანონიერად, შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, ამ ყველაფერს ახლა სწავლობს მუნიციპალური ინსპექცია, ჩვენ გვქონდა დოკუმენტები, კვლევები  რომ შესაძლებელი იყო მშენებლობის განხორციელება," - აცხადებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

დღის ამბები