17 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
ავღანეთს ადგილობრივები და ტურისტები ტოვებენ - "თალიბანმა" უკვე 20 პროვინციის ქალაქზე მოიპოვა კონტროლი

ავღანეთს ადგილობრივები და ტურისტები ტოვებენ. ქაბულის აეროპორტი გადატვირთულია, რადგან თალიბები ქვეყანაში თავდასხმით ოპერაციებს განაგრძობენ. ბოლო მონაცემებით რადიკალურმა დაჯგუფებამ დაახლოებით 20 პროვინციის ქალაქზე მოიპოვა კონტროლი. ამ დროისთვის ისინი ქვეყნის დედაქლაქიდან 80 კმ-ის რადიუსში იმყოფებიან.

ქვეყანაში დაძაბული ვითარების ფონზე, საელჩოს წარმომადგენლების ევაკუაციის ბრძანება გასცეს შეერთებულ შტატებში. დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხო ევაკუაციისთვის შეერთებული შტატები ავღანეთში 3 ათას სამხედროს მოსამსახურეს აგზავნის.

როგორც შტატების სამხედრო მოსამსახურეები ფიქრობენ, რადიკალური დაჯგუფება ქვეყნის დედაქალაქს დაახლოებით 30 დღეში აიღებს.

დღის ამბები