20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საქმე - CDMC-ის ორ თანამშრომელს სუს-ში კითხავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის ორ თანამშრომელს კითხავენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე ეძებს ადამიანს, ვინც უწყების სამუშაო დოკუმენტები საჯარო გახადა.

გამოძიების დეტალები საიდუმლოა, თუმცა მის ფარგლებში უკვე ჩატარდა ჩხრეკა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრში". ჩხრეკის შედეგად ადგილზე, ამოღებულ იქნა „ თავმჯდომარე გიორგი ყუფარაძის მეუღლის ტელეფონი.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათთვის უცნობია, რატომ აკავშირებენ მათ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების საქმესთან და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ.

დღის ამბები