17 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
აშშ-ში ბავშვების ჰოსპიტალიზების მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

რთული ეპიდვითარების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 207 მილიონს გადააჭარბა. განსაკუთრებით საგანგაშოა ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირებული ბავშვების რიცხვი. ამჟამად ქვეყანაში 2 000-მდე ბავშვია ჰოსპიტალიზებული. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ვირუსის დელტა შტამია, რომელიც აუცრელ ადამიანებში სწრაფად ვრცელდება, 12 წლამდე ბავშვებში კი ვაქცინაცია ჯერ ნებადართული არ არის. ასევე, გაზრდილია 50 წლამდე პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.

გერმანიის ხელისუფლებამ აშშ ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა. შედეგად, გერმანიაში ამერიკიდან ჩასულ პირებს, რომლებიც არ არიან აცრილნი, ან არ აქვთ ვირუსი გადატანილი, 10 დღემდე კარანტინის გავლა მოუწევთ. ამ სიაში აშშ-სთან ერთად მოხვდა ისრაელიც, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, გაზრდილია ვირუსის გავრცელების სტატისტიკა. შედეგად, მთავრობამ 50 წლიდან პირების მესამე დოზით აცრა დაუშვა.

დელტა ვარიანტით გამოწვეული საფრთხის გამო, შეზღუდვები მკაცრდება სიდნეიშიც, სადაც ლოკდაუნის პირობებში აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის ქუჩებში პოლიციის პატრულირება.

დღის ამბები