დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, თბილისში საველე ჰოსპიტლის მობილიზება მიმდინარეობს.
დიღმის ოლიმპიური სოფლის ფრენბურთის დარბაზში უკვე შეიტანეს საწოლები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა.
ზუსტად როდის დაიწყებს საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. "კურიერის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დამატებითი საველე ჰოსპიტლის მოწყობა ქვეყნის სხვა ნაწილში, არ იგეგმება.