20 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
კანალიზაციისა და გზის პრობლემები აეროპორტის დასახლებაში - საკითხის გასაცნობად ადგილზე ანა დოლიძე მივიდა

აეროპორტის დასახლებაში დახმარებას ითხოვენ. ლეო დავითაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემისა და გზის პრობლემებზე საუბრობენ.

მათი პრობლემების მოსასმენად ადგილზე პარტია "ხალხისთვის" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე მივიდა.

სამგორის რაიონის გამგეობაში აცხადებენ რომ, მზად არიან გზის სამუშაოები დასაწყებად, თუმცა მას შემდეგ, რაც წყლის კომპანია სისტემის მოწესრიგებას დაასრულებს.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, გამგეობაში განმარტავენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი დასახლებაში უკვე მოძრაობს.

დღის ამბები