20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში UNICEF-ის წარმომადგენლებსა და სხვა კოლეგებთან ერთად რეგიონებში დადის და მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ესაუბრება, სასულიერო პირების ნაწილის მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა.

სასულიერო პირების ნაწილმა მის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს და ის ნაცისტ ექიმს შეადარეს. ამაზე რეაგირება ჰქონდა თავად ბიძინა კულუმბეგოვსაც, მან საპატრიარქოს მოუწოდა, რომ აღკვეთოს ვაქცინაციისა და ექიმების წინააღმდეგ მიმართული კამპანია:

"სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის  იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში," - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში პედაგოგებსა და სხვა პროფესიულ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ, მათმა დიდმა უმრავლესობამ ვაქცინაცია გაიკეთა.

დღის ამბები