26 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
ევაკუაცია აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკასთან - ვაშინგტონის პოლიციამ დანაღმული ავტომობილის შესახებ ინფორმაცია მიიღო

ცოტა ხნის წინ ევაკუაცია გამოცხადდა შტატების კონგრესის ბიბლიოთეკასა და მიმდებარე შენობებში - ვაშინგტონის პოლიციამ დანაღმული ავტომობილის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიბლიოთეკასთან მამაკაცმა პიკაპი მიიყვანა, რომელსაც სანომრე ნიშნები არ აქვს. სამართალდამცველები ეჭვმიტანილთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, ადგილობრივებს კი მოუწოდებენ თავი შეიკავონ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

დღის ამბები