06 მაისი 2024,   21:29
ვრცლად
ჯერ ნაადრევია ოპტიმისტური პროგნოზი, თუმცა მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემებით, ეპიდმდგომარეობის სტაბილიზაციის ნიშნები არის. 

მისივე თქმით, გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა უკავშირდება შემთხვევების მაღალ გავრცელებას.

"გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა, ბუნებრივია, უკავშირდება შემთხვევების მაღალ გავრცელებას. კლინიკური პრაქტიკის ნაწილში ის შესაძლებლობები და გამოცდილება, რაც დღეს არსებობს, იძლევა შემთხვევების მართვის საშუალებას, თუმცა, კლინიცისტები აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში, შემთხვევების დამძიმების ტემპი უფრო სწრაფია და უფრო რთულია პროგნოზირება, რა გამოსავალი დადგება ამა თუ იმ შემთხვევაში და ამდენად, ისევ და ისევ აქცენტს აკეთებენ აცრის და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე.

ციფრები დღეს არის შედარებით ნაკლები, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც, კვირის დასაწყისში. კარგია, რომ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ ნაადრევია ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, თუმცა მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად იკვეთება ამ ციფრების საფუძველზე,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები