17 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა - განხილვის ერთ-ერთი თემა ნავალნის გათავისუფლება იყო

ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა. ეს კანცლერის რანგში მისი ბოლო ვიზიტია. მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი თემა ნავალნის გათავისუფლება იყო.

მერკელი მიიჩნევს, რომ ალექსეი ნავალნის მიმართ სასამართლო განაჩენი მიუღებელია და ის უნდა გათავისუფლდეს.

"ალექსი ნავალნის გარშემო ძალიან დამთრგუნველი სიტუაციაა. ჩვენ ამ საქმის მონიტორინგს გავაგრძელებთ," - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

პუტინმა კი მერკელის პასუხად აღნიშნა, რომ ნავალნი გასამართლებულია კრიმინალური დანაშაულის გამო და არა მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის.

გუშინ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესეს.
 

დღის ამბები