01 სექტემბერი 2026,   13:18
ვრცლად
დიღმის საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტი იმყოფება - ერთ-ერთი კი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

საგანგაშო სტატისტიკის გამო ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, რომ საწოლფონდი რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, სწორედ ამიტომ ქვეყნის მასშტაბით არა ერთი საველე ჰოსპიტალი დაემატა.

ასეთია ერთ-ერთი ოლიმპიური სოფელი, სადაც პირველი 9 პაციენტი გუშინ მიიღეს, დღეს 11 ინფიცირებული დაემატა, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"დღევანდელი დღის მდგომარეობით საველე ჰოსპიტალში იმყოფება 19 პაციენტი. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.  ძირითადად არის დელტა შტამი. მართვით სუნთქვაზე არ არიან. ეს პაციენტები არიან ჟანგბადდამოკიდებული ადამიანები.

გამოიხატა თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რის გამოც მოხდა ჰოსპიტალიზაცია სხვა პოლიპროფილულ კლინიკაში," - აცხადებს დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე.

დღის ამბები