აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, მდინარე რიონში, უკვე მეორე დღეა 9 წლის ბიჭს ეძებენ. მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარეში გუშინ დღის საათებში ჩავიდა, თუმცა, წყლის სიღრმიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.
ადგილზე მყოფმა მეთევზეებმა სამი ბავშვის წყლიდან ამოყვანა მოახერხეს. ოჯახის წევრები და ადგილობრივები სამაშველო სამსახურის დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ. ისინი საძიებო სამუშაოებში დამატებითი ძალების მობილიზებას მოითხოვენ.
ამ დროისთვის, ადგილზე ცოცხალი ძალა და მყვინთავებიც მუშაობენ. გაშლილია საველე კარავი.