20 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
დაუდევრობა თუ შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა - რა გახდა ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი
დაუდევრობა თუ შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა - რა გახდა ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამ შეკითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.
 
ფიროსმანის ქუჩაზე, მეხუთე სართულიდან მამაკაცი იმ დროს გადმოვარდა, როდესაც სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა.
 
შრომის ინსპექციამ, სამშენებლო კომპანია "დარბილდინგს" სამუშაო საქმიანობა დროებით შეუჩერა.
 
სამშენებლო კომპანია დარბილდინგში, სადაც 30 წლის აიტის სპეციალისტი მუშაობდა, შრომითი უფლებების დარღვევას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გარდაცვლილს მხოლოდ საოფისე საქმიანობა ევალებოდა.
 
აჭარის მშენებელთა პროფკავშირების წარმომადგენელი დამსაქმებელი კომპანიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.
 
ბათუმში, ფიროსმანის 5 ნომერში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, ადამიანის გარდაცვალებას გულისხმობს.
 
 
დღის ამბები