იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე დღეს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კახეთს რეგიონში იმყოფება და არსებულ კოვიდვითარებას ადგილზე ეცნობა. ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის დამარცხებაში მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილი პასუხისმგებლობაც, რაც რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციას გულისხმობს.
"დღეს ქვეყანა მართლაც ომშია, გარდაცვლილთა რაოდენობა, გადატვირთული სტაციონარები. როცა ქვეყანა დგას იმ ზღვარზე რომ სავალე ჰოსპიტლების გახსნა დაგვჭირდა ნიშნავს იმას რომ სტაციონარებში ერთეული ადგილებიღაა. ამის შემცირება ჩვენი, მოსახლეობის მხრიდან პასუხით შეიძლება, დავიცვათ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები მივმართოთ ვაქცინაციის კაბინეტებს. სამედიცინო სისტემა აკეთებს ზღვარზე ყველაფერს, მაგრამ თუ მოსახლეობამ ხელი არ შეუწყო, ეს პროცესი სწრაფად არ დამთავრდება,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.