02 სექტემბერი 2026,   11:27
ვრცლად
დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის - ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა მთავარი გამზირი გადაკეტეს

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა პროტესტის ნიშნად რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა გადაკეტილი სავალი ნაწილის გათავისუფლება დაიწყეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქცია პარასკევს კვლავ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა რიგით მესამე საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გამო საბანკო ვალდებულებების შეჩერება სთხოვეს.

დღის ამბები