თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალის ამბულატორიაში მოსახლეობის COVID - 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა. ვაქცინაციის ჩატარების სურვილი რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა გამოთქვა.
იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაქცინაციის ჩასატარებლად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, COVID- 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.