20 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
ქავთარაძეზე მდებარე სისხლის ბანკის შენობაში არსებულ საველე ჰოსპიტალში 12 ახალი კოვიდპაციენტი შეიყვანეს

ქავთარაძეზე მდებარე სისხლის ბანკის შენობაში არსებულ საველე ჰოსპიტალში 12 ახალი კოვიდპაციენტი შეიყვანეს, ადგილზე მყოფი ერთი პაციენტი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ჰოსპიტალში ამ დროისთვის 59 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

როგორც ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, მეტწილად ჟანგბადდამოკიდებული საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. მერაბ ჩიქოვანის თქმით, ადგილების მომზადება ეტაპობრივად ხდება და უახლოეს მომავალში რაოდენობა 200 საწოლამდე გაიზრდება.

დღის ამბები