20 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" წინაშე დადებული 5 პანკისელის ფიცი - რა ჩანს სკანდალურ ჩანაწერში

სკანდალური ვიდეოჩანაწერები, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პანკისელების საქმეში დევს - უსაფრთხოების სამსახურმა, ერთი საათის წინ გაავრცელა მასალა, სადაც გარკვევით ისმის, რომ დაკავებულები ერთ-ერთი კორპუსის აფეთქებას ბუნებრივი აირის გაშვების შედეგად აპირებდნენ.

ამ დროისთვის სპეცსამსახურები იმის დადგენას ცდილობენ, თუ კონკრეტულად სად იგეგმებოდა ტერორისტული აქტი.

რამდენიმე ნაწილისგან შემდგარ ვიდეომასალაში, რომელიც სუს-მა გაავრცელა, ისმის ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" წარმომადგენლების წინაშე დადებული ფიციც, ეს ერთ-ერთი მტკიცებულებაა გამოძიებისთვის, რომ დაკავებული 5 პანკისელი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდნენ.

გამოძიების მიერ მოპოვებულ ფარულ ვიდეომასალაში ნაჩვენებ პირებს, დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. 

დაკავებულების უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან ბრალდებულების ოჯახის წევრები. "კურიერთან" ყვებიან, რომ ყველა ვერსია რაზეც გამოძიება საუბრობს ტყუილია და კანონსაწინააღმდეგო მათ არაფერი ჩაუდენიათ. 

დღის ამბები