26 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
2 მილიონ ბავშვს შიმშილობა ემუქრება - ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის პირისპირ 

ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის პირისპირ - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ავღანეთში მილიონობით ადამიანს, მათ შორის, 2 მილიონ ბავშვს შიმშილობა ემუქრება.

ავღანეთში არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ დიდი შვიდეულის ქვეყნები. ერთობლივ განცხადებაში ისინი მხარეებს სიმშვიდისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

დიდი შვიდეულის ქვეყნები პრიორიტეტად ავღანეთიდან კვლავ საკუთარი მოქალაქეებისა და იმ ავღანელების უსაფრთხო ევაკუაციას ასახელებენ, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში სამოკავშირეო ძალებს ეხმარებოდნენ. მანამდე ცნობილი გახდა რომ მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა.

14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთი 82 000-მა ადამიანმა დატოვა.

დღის ამბები