17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
ვენესუელაში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელაში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. სტიქია მერიდის შტატში მოხდა.

ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის ზონაში განადგურდა 1200-ზე მეტი სახლი და გაწყდა სატელეფონო კავშირი.

ტერიტორიაზე სამხედროებთან ერთად 80 მეხანძრე და სამოქალაქო დაცვის 60 თანამშრომელი მუშაობს.

დღის ამბები