17 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
"ქაბულის აეროპორტში ტერაქტის რისკი ძალიან მაღალია" - ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ

სახელმწიფოების ნაწილი აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტში ტერაქტის საშიშროებაა და საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ტერიტორიას მოერიდონ.

10 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ავღანეთის დედაქალაქი თალიბანმა დაიკავა, აეროპორტიდან ქვეყანა 82 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ქვეყნები ხალხის ევაკუაციას ჩქარობენ. 

აეროპორტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იმყოფება, იმედი აქვთ, რომ ავღანეთის დატოვებას შეძლებენ. 

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აეროპორტში ტერაქტის ძალიან მაღალი საშიშროებაა, მანამდე კი აშშ-ის სახელმწიფო მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს,  ტერიტორიას სასწრაფოდ გარიდებოდნენ. 

"გადაინაცვლეთ უფრო უსაფრთხო ადგილას და დაელოდეთ დამატებით რეკომენდაციას" - მიმართა საკუთარ მოქალაქეებს გაერთიანებულმა სამეფომ. 

არცერთ ქვეყანას ტერორისტული აქტის საშიშროებასთან დაკავშირებით მეტ დეტალებზე არ უსაუბრია. 

დღის ამბები