17 მაისი 2024,   09:01
ვრცლად
"თალიბანმა" ფინანსთა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პოზიციებზე დაჯგუფების ვეტერანი ლიდერები დაასახელა - ერთი გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარია

ცნობილი ხდება, რომ "თალიბანმა" ფინანსთა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პოზიციებზე დაჯგუფების ვეტერანი ლიდერები დაასახელა. მათ შორის ერთი, გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარია.

ქაბულის აეროპორტი ტერაქტის საფრთხის ქვეშაა.

ტერორიზმის საფრთხის გამო დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ავსტრალია მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ”თალიბანმა” უსაფრთხოების გარანტიები გასცა, არსებობს ”ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან ტერორისტული აქტის საფრთხე.

სამხედროების ევაკუაცია დაიწყო თურქეთმა. ამ დრომდე, ქვეყანა 82 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

დღის ამბები