არსებულ რთულ ეპიდვითარებაში, ყველაზე მთავარ ამოცანად ჯანდაცვის ექსპერტები
ხალხმრავალი ღონისძიებების თავიდან არიდებას ასახელებენ.
სპეციალისტების აზრით, მხოლოდ დისტანცირებით, პირბადის ტარებითა და ვაქცინაციით არის შესაძლებელი ქვეყანაში მდგომარეობის დასტაბილურება.
"დღეს უმთავრესია, რომ ჩვენ პირბადის ტარებასთან ერთად, ხალხმრავალი ღონისძიებები აღვკვეთოთ. ყველა აფეთქება დაკავშირებულია კონკრეტულ სუფრასთან - ქელეხი, ქორწილი და კონცერტი, სადაც "დელტა" შტამის პირობებში, რაც არ უნდა დაიცვა დისტანცია, წუთიერ ურთიერთობასაც შეუძლია დაინფიცირება მოიტანოს,"- აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე.