17 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
ქაბულიდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, ავღანელი თარჯიმნები და სხვები გამოგვყავს - ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ თავდასხმების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს განაგრძობს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ავღანეთში მყოფ ბრიტანელ მოქალაქეებთან კონტაქტზე არიან.

"ჩვენ ბოლომდე განვაგრძობთ ევაკუაციას ჩვენი გეგმის მიხედვით. ამ დროისთვის ევაკუაციის პროცესის დასასრულს ვუახლოვდებით. ჩვენ ქაბულიდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, ავღანელი თარჯიმნები და სხვები გამოგვყავს. გაერთიანებულმა სამეფომ დიდი ძალისხმევა გასწია,"- აღნიშნა ბორის ჯონსონმა. 

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 100 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, 158 ადამიანი დაიჭრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დღის ამბები