02 სექტემბერი 2026,   13:40
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-11 ორსული ქვეყანაში - ვინ არის 19 წლის ქალი, რომელიც პანდემიას ემსხვერპლა

კორონავირუსით გარდაცვლილი ორსული 19 წლის ნორიკო თევზაძეა. ის მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. 

ახალგაზრდა ქალი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, 36 კვირის ორსული მათთან 30 ივლისს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი მდგომარეობა 1-ლ აგვისტოს უფრო დამძიმდა, რის გამოც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. მას შემდეგ ის რეანიმაციაში იმყოფებოდა, ხოლო გასულ ღამეს გარდაიცვალა. 

ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, აცრილი არ იყო.

"კურიერის" ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

აღნიშნული ფაქტი საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევაა. 

 

დღის ამბები