18 მაისი 2024,   12:48
ვრცლად
ვაქცინაციის ახალი სივრცე ვარკეთილის მეტროსთან - იმუნიზაციის პროცესი ავტობუსში მოწყობილ ამცრელ პუნქტში აქტიურად მიმდინარეობს

დღეიდან ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე მოძრავი ამცრელი პუნქტები მოქმედებს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ვარკეთილია, სადაც ავტობუსში მოწყობილ ამცრელ სივრცეში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესი უკვე 2 საათია მიმდინარეობს.

"კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ვარკეთილის ლოკაციაზე ახალი სერვისით 20-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ მოძრავი ამცრელი პუნქტები სამგზავრო ავტობუსებშია მოწყობილი. თავდაპირველად, დაგეგმილია სამი ავტობუსის გამოყოფა, რომელიც განთავსდება ვარკეთილის, გლდანისა და სადგურის ტერიტორიაზე.

საერთო ჯამში, თბილისის მასშტაბით ვაქცინაციისთვის სულ 10 სამგზავრო ავტობუსი გამოიყოფა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები