განათლებისა მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან ერთად, სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგთა იმუნიზაციის პროცესს დაესწრო.
განათლების სისტემის წარმომადგენლებისათვის დამატებით ამცრელი კაბინეტებია გამოყოფილი და ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46%-მდე გაიზარდა.