09 სექტემბერი 2026,   07:02
ვრცლად
კახეთში დასეტყვილი ყურძნის მიღება-გადამუშავება გრძელდება

კახეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სტიქიამ ვენახების დიდი ნაწილი გაანადგურა, ფერმერები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს კრეფენ და სახელმწიფო კომპანიას აბარებენ.

დაზიანებულ მოსავალს სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია" სამ ქალაქში იბარებს. სახელმწიფო 1 კილოგრამ დასეტყვილ თეთრ ყურძენში 80 თეთრს იხდის, ხოლო საფერავში 1 ლარს.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

ამავე თემაზე
დღის ამბები