24 აპრილი 2024,   15:57
ვრცლად
UFC-ის ქართველი მებრძოლის ისტორიული გამარჯვება - გიგა ჭიკაძემ 7 ბრძოლა გამართა და მე-7 გამარჯვება მოიპოვა

UFC-ის ქართველი მებრძოლის ისტორიული გამარჯვება - გიგა ჭიკაძემ, UFC-ში 7 ბრძოლა გამართა და მე-7 გამარჯვება მოიპოვა. "ნინძა" UFC Vegas 35-ის მთავარი მოვლენის ეგიდით, ედსონ ბარბოზას დაუპირისპირდა და მეტოქე მე-3 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ქართველმა მებრძოლმა მეტოქეს რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა, რამაც ბარბოზას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ჭიკაძემ მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა. გიგა აქტიურ იერიშებზე გადავიდა, ბრწყინვალე კომბინაციები გამოიყენა და შეხვედრის მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, ბრძოლა შეეჩერებინა. მან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მაყურებელს ქართულად მიმართა.

ქართველ მებრძოლს რეიტინგში წინსვლა გარანტირებული აქვს და სავარაუდოდ, მისი მომდევნო მეტოქე დივიზიონის ტოპ 5-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება

დღის ამბები