20 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
თუ მოსახლეობა არ გამოიყენებს ნიღაბს და არ შეამცირებს მობილობას, ალბათ მივალთ ბევრად რთულ შეზღუდვებამდე ​- ეპიდემიოლოგი მაია კაშია

სრულდება თუ არა კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი საქართველოში - ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ უახლოეს პერიოდში, ქვეყანაში დაინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი ნელ-ნელა შემცირებას დაიწყებს. თუმცა მედიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი მოდუნების უფლება არავის ექნება და კიდევ ერთხელ საუბრობენ ვაქცინაციისა და პირბადის ტარების მნიშვნელობაზე.

"ეპიდვითარება ძალიან მძიმეა ამ ეტაპზე და ეპიდემია უკონტროლოდაა გავრცელებული ქვეყანაში. ვაქცინა არის ერთადერთი და უკონკურენტო, მაგრამ აუცილებელია რეგულაციების დაცვაც, რას გულისხმობს ნიღბის ტარებას, სოციალურ დისტანციას, მობილობის შემცირებას.

თუ ჩვენ შევძლებთ და ამ რეგულაციებს გავაკონტროლებთ, დამატებით უფრო რთული რეგულაციების ამუშავება ქვეყანას არ დასჭირდება. თუ მოსახლეობა გააგრძელებს ისევ იმავე რეჟიმში ცხოვრებას, არ გამოიყენებს ნიღაბს და არ შეამცირებს მობილობას, ალბათ მივალთ ბევრად უფრო რთულ შეზღუდვებამდე და რეგულაციებამდე,"- აცხადებს "ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის" ეპიდემიოლოგი მაია კაშია.

დღის ამბები