17 მაისი 2024,   09:19
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რეაქტორის მუშაობა განაახლა - ინფორმაციას გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რეაქტორის მუშაობა განაახლა. ეს 2018 წლის შემდეგ, რეაქტორის მუშაობის პირველი ნიშნებია. ბირთვულ რეაქტორს ჩრდილოეთ კორეა იარაღისთვის პლუტონიუმის ​საწარმოებლად იყენებს.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ინფორმაციას სატელიტის ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს და აცხადებს, რომ მიმდინარე სამუშაოები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს.

დღის ამბები