20 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
30 დაღუპული და 60 დაშავებული - იემენის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას იემენის სამხედრო ბაზაზე - დაიღუპა 30 და დაშავდა 60 ჯარისკაცი. შემთხვევა ლაჰიჯის პროვინციაში მოხდა.

ალ-ანადის სამხედრო ბაზაზე ჰუსიტმა ამბოხებულებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მიიტანეს იერიში.

საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი იემენის სამთავრობო ძალები და ამბოხებული "ჰუსიტები" ერთმანეთს 2015 წლიდან ებრძვიან. ქვეყნის დედაქალაქს ამ დრომდე ამბოხებულები აკონტროლებენ.

დღის ამბები